- კორპორატიული

ღონისძიების ორგანიზება
BPM Group ღონისძიებას სრულ ციკლში გეგმავს: ვიწყებთ თქვენი იდეით და მიზნით, ვარჩევთ ლოკაციას, ვადგენთ ღონისძიების სცენარს და მუსიკალურ პროგრამას, ვგეგმავთ დეკორაციას და ვუზრუნველყოფთ ყველა საჭირო ინვენტარს.
ჩვენ ვუზრუნველყოფთ როგორც ღონისძიების დაგეგმვას, ასევე მის ტექნიკურ მხარდაჭერას — სცენას, LED ეკრანს, განათებას და გახმოვანებას ჩვენივე გუნდი ამონტაჟებს და მართავს. ასე ერთი პარტნიორი პასუხობს ყველა დეტალზე, ორგანიზებიდან ღონისძიების დასრულებამდე.
რას გთავაზობთ
ლოკაციის შერჩევა, დეკორაცია, ღონისძიებისთვის ყველა საჭირო ინვენტარი, ქეითერინგი — ფურშეტით მომსახურება, ღონისძიების სცენარისა და მუსიკალური პროგრამის შედგენა, ფოტო-ვიდეო გადაღება. ტექნიკიდან: სასცენო და გადახურვის კონსტრუქციები, LED ეკრანები, განათების და ხმის სისტემები, კარვები, Tiffany სკამები, მაგიდები და უხმო დიზელ-გენერატორი.
როგორ ვმუშაობთ
დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ, გვითხარით ღონისძიების ტიპი, თარიღი, ლოკაცია და სტუმრების რაოდენობა. მოგიმზადებთ შეთავაზებას, შევათანხმებთ დეტალებს, ხოლო ღონისძიების დღეს ჩვენი გუნდი ადგილზე მოიტანს და დაამონტაჟებს ყველაფერს.
- კონცეფცია და სცენარი
- ლოკაცია და დეკორაცია
- სცენა, LED ეკრანი, განათება, ხმა
- ქეითერინგი და ფოტო-ვიდეო




